logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია: საქართველოში მარგინალური წრე შეიქმნა!
- +

13 ივლისი. 2020. 15:24

 

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

,,როგორც ვაკვირდები, საქართველოში შეიქმნა გარკვეული მარგინალური წრე, რომლის წევრებიც ცდილობენ ყველა ცნობილი საქმის ფიგურანტი გახდნენ.  თითქოს ფლობენ დეტალურ ინფორმაციას ყველაზე და ყველაფერზე, ვითომ იციან იმაზე მეტი, ვიდრე საგამოძიებო უწყებებმა. თავს გვახვევენ თავიანთ პოლიტიზირებულ ანალიზს. გვევლინებიან ექსპერტ-კრიმინალისტებად, პროფესორებად ან სულაც აკადემიკოსებად; ბუნდოვან წყაროებზე დაყრდნობით  ყვებიან რაც პირზე მოადგებათ, ტყუილი იქნება თუ მართალი; შეუძლიათ, მკვლელობა ან სხვა მძიმე დანაშაული ხელაღებით დააბრალონ ნებისმიერს.

 

ამ უსაფუძვლოდ აღშფოთებულ  „ტელე-ბუმბერაზებს“ უყურებს ხალხი და ერთობა. ყველამ იცის, რომ იტყუებიან, მაგრამ ტელევიზია ხომ გარკვეულწილად გართობის საშუალებაა.

 

დიდი ალბათობით, მარგინალებიც ხვდებიან, თუ რა სასაცილოდ გამოიყურებიან, მაგრამ მაინც ჯიუტად ინარჩუნებენ სერიოზულ სახეს“, - წერს ილია ჩაჩიბაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner