logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩაჯვი გვარამიას სამში გრძელ წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ბოლო ვერსია...
- +

13 ივლისი. 2020. 17:09

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში, გუშინ, „მთავარი არხზე“ გასულ გადაცემაზე წერს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა.

 

„ჩაჯვი გვარამიას სამში გრძელ წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ბოლო ვერსია:

 

იმ ღამეს, მცხეთის ტრასაზე მოძრაობდა „კამაზის“ მარკის ავტომობილი („სამასვალი“), რომელსაც მართავდა „კაწრო“, გვერდით ეჯდა ბერა, ხოლო „კუზაოზე“ ისხდნენ „ბაწრო“, „პაწრო“ და კახა კალაძე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის სავარაუდოდ, ჩაცუცქული იყო ხიდის ქვეშ და იძლეოდა დავალებებს.

 

თუ რა დავალებებს იძლეოდა, ამაზე ნოდარა მელაძე ილაპარაკებს შაბათს, საღამოს ელისტრაკო კილაძის ღრმააზროვან ანალიზზე დაყრდნობით, რომელსაც თავისი განუმეორებელი ერუდიციით მიეხმარება ჯანგო, აქუს ცოლი“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner