logo_geo
eng_logo
ბექა სივსივაძე: ჩემი სიყვარული და პატივისცემა გენერალს!
- +

13 ივლისი. 2020. 19:37

 

 

„კობა კობალაძე დათუნასათან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ითხოვს ყველა იმ პროცენტით მიეცეს პასუხისმგებლობაში რა პროცენტითაც მონაწილეობდა დაპირისპირებაში!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში, თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით წერს, სადაც კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს.

 

„მეგობრებო, ეს დღეები ბევრი ჭორი და სიბინძურე გავრცელდა, ამიტომ მინდა, რომ რამდენიმე ფაქტის შესახებ იცოდეთ!

 

საქმისწარმოება საბურთალოზე მომხდარი ინცინდენტის გამო იმავე დღესვე აღიძრა და არა ტელევიზიით გასული სიუჟეტის შემდეგ! დათუნა  კობალაძე მოძრაობდა ავტომობილით რა დროსაც  ნაცნობებმა თხოვეს საბურთალოზე გაყვანა. ადგილზე მისვლისთანავე დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც დათუნა ცდილობდა ინციდენტში მონაწილეთა დაშოშმინებას და ადგილიდან განრიდებას, რასაც, როგორც ვიცი ადასტურებს ამოღებული ვიდეოჩანაწერები. ასე, რომ სიუჟეტში, სადაც დათუნა ინიციატირადაა გამოყვანილი არის მტკნარი სიცრუე!

 

ზოგიერთმა, ვისაც მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირს და თავი პროფესორად მოაქვს ეს შემთხვევა დაუკავშირა შაქარაშვილის საქმეს, რაც არის სრული სისულელე!

 

დათუნამ ეს ჩხუბი, ჩათვალა ამ ასაკის ახალგაზრდებს შორის რიგით ჩხუბად და ელოდებოდა საქმისწარმოებით გათვალისწინებულ პროცედურებს, რაც დროში გაიწელა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო!

 

კობა კობალაძე დათუნასათან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ითხოვს ყველა იმ პროცენტით მიეცეს პასუხისმგებლობაში რა პროცენტითაც მონაწილეობდა დაპირისპირებაში!

 

სხვა დანარჩენი არის წინასაარჩევნო ბინძური პიარის აგორების მცდელობა, რაზეც ვიღაცეებს მოუწევთ პასუხისმგებლობა!

 

P.S ქართულ ტელესივრცეში სამწუხაროდ უხვად მოიპოვება ბოგანო ფურუნკულთა კლასტერი, (მაგალითად ყოფილი “რეალტიველები”), რომელებსაც დახელოვნებული ძალები პერიოდულად ბუშტივით ხეთქავენ, რათა დეზინფორმაციით შეწამლონ საზოგადოება. ვინც ამ დეზინფორმაციით იკვებებით გაამოთ!

 

ფოტოზე კობა კობალაძე ოჯახთან ერთად! ჩემი სიყვარული და პატივისცემა გენერალს! -  წერს ბექა სივსივაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner