logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: კობა კობალაძე ტამიშის ცოცხალი გმირია და რუსებს ებრძოდა!
- +

14 ივლისი. 2020. 17:05

 

 

 

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში, კობა კობალაძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კობა კობალაძემ რა დაგიშავათ?

 

 ვიდრე საქართველოში არსებობს დესტრუქციული, ე. წ. ოპოზიციური ტელევიზიები და ასევე სამთავრობო ტელეარხები, დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია!

 

შაბათს „მთავარ არხზე“, მთავარ ანტისახელმწიფოებრივ გადაცემაში, გენერალი კობა კობალაძის დისკრედიტაციას შეეცადნენ, გაიხსენეს მისი წარსული, გვარდია და „მხედრიონი“ ყველა კონტექსტში აბრუნეს... არადა, თქვე ვითომდა „ევროპელებო“ და ვითომდა ანტირუსებო, კობა კობალაძე ტამიშის ცოცხალი გმირია და, იცით, ტამიშში ვის ებრძოდა?  რუსს, თქვე ენის საქსაქით ანტირუსებო!

 

კობას, თქვენგან განსხვავებით, ავტომატი ეჭირა ხელში და რუსებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებდა, თქვენსავით თოხებით, ჩანგლებითა და ბარებით შებრძოლებისკენ კი არ მოუწოდებდა მოსახლეობას, თავად იყო მზად, ქვეყნისთვის სიცოცხლე გაეღო... მაინდამაინც უნდა დაღუპულიყო, გმირად რომ გეღიარებინათ?

 

თუმცა, არჩევნები ახლოვდება, კობა კობალაძე უპრეცედენტო კანდიდატია. წინააღმდეგობას ვერსად გაუწევთ და ტალახი ხომ უნდა ესროლოთ? იგი ტამიშის ცოცხალი გმირია, თქვენ გორში მცოცავი „გმირი“ ვირთხები ხართ, განსხვავება, აი, რა არის!“ - წერს მერაბ შათირიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner