logo_geo
eng_logo
მაია ტაბუცაძე: თეიმურაზ კუპატაძეს კავშირი არ აქვს „კაწროსთან“”, საცოდავი ბიჭის ამბავზე მაინც ნუ იკადრებთ ყველაფერს
- +

14 ივლისი. 2020. 18:30

 

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის მეუღლე სოციალურ ქსელში „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც მაია ტაბუცაძე წერს, მის მეუღლეს არათუ ნათესაური, არამედ სანაცნობო კავშირიც კი არ მაქვს ავთანდილ ბილანიშვილთან, იგივე „კაწროსთან“.

 

„ვეხმაურები „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას მორიგ, ცილისმწამებლურ რეპორტაჟებს, რომლებმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი ხაზი! საზღვარი აქვს ყველაფერს! ასეთ ტრაგედიაზე ჩემი მეუღლის სახელის მიზანმიმართულად გასვრას ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულების, ლოგიკის გარეშე, უბრალოდ, არ მოვითმენთ! საცოდავი ბიჭის ამბავზე მაინც ნუ იკადრებთ ყველაფერს!!! მიუხედავად ბოლოდროინდელი უამრავი სიცრუისა, მაინც დაუჯერებელია, რომ ეს შეგიძლიათ – შეგიძლიათ, ადამიანს დააბრალოთ ასეთი გაუგონარი რამ და „გააპრავოთ“, რომ „წყარომ“ გითხრათ!! ვაცხადებ - არანაირი, არათუ ნათესაური, არამედ სანაცნობო კავშირიც კი არ მაქვს ვინმე „კაწროსთან“. შეგეძლოთ, უბრალოდ და ძალიან ადვილად გადაგემოწმებინათ. ჩემი მეუღლე, თეიმურაზ კუპატაძე კი ასეთ „თემებს“ არ „აგვარებს“!!! საკმარისზე მეტი ღირსება და პროფესიონალიზმი აქვს ამისთვის! თქვენგან განსხვავებით“, – წერს მაია ტაბუცაძე სოციალურ ქსელში.

 

​ცნობისათვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ავთო ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ნათესავია. თუმცა, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსისთვის დახმარება პირადად მას არ უთხოვია. ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემის მოგვარება „კაწროს“ მისი გარემოცვის წევრმა, დაჩი ბუაძემ სთხოვა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner