logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: ნუ ავრცელებთ “მეძავთ სარქალთა” მიერ შეთითხნილ ცილისწამებას!
- +

19 ივლისი. 2020. 15:31

 

 

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს:

 

„ფორმულა, უკაცრავად და “ესრეთ ძლიერ შემცდარ ხართ?”. ვაიმეე, ვაიმეე...

 

სიცრუე 1: მე სუსის უფროსი არ ვყოფილვარ️. გადაამოწმეთ.

 

სიცრუე 2: არც მე და არც ძმებ კევლიშვილებს არანაირი კავშირი არ გვქონია “ჭკუასა ბოროტად მომხმარზე” თავდასხმასთან. (ეს პროკურატურამ მალევე გამორიცხა). გადაამოწმეთ.

 

სიცრუე 3: კევლიშვილებს არანაირი შეხება არა აქვთ. ე.წ. ზონდერ ჯგუფებთან. ისინი პატიოსანი და ღირსეული ოჯახიდან არიან. გადაამოწმეთ.

 

რჩევა 1 : ნუ ავრცელებთ “მეძავთ სარქალთა” მიერ შეთითხნილ ცილისწამებას წესიერ ადამიანებზე. ეს არაფერს კარგს არ გმატებთ. გაითვალისწინეთ

 

რჩევა#2 : პრეტენზია თუ გაქვთ საქმიანი მედია გერქვათ, 5 წლის წინანდელი ტყუილების ტირაჟირებით ამას ვერ იზამთ, ახალზე იმუშავეთ, ახალზე... (ან რაში უხდი იუზგარ ამათ ამდენ მილიონებს გამაგებინა ერთი. გადასაყრელი გაქვს?

 

სიმართლე ერთადერთია: დიახ, მე ვარ კევლიშვილების ბიძა, კიდევ ბევრის ბიძა ვარ, მაგარი ბიჭების და გოგოების. პაპაც ვარ, ჯერჯერობით ორი ანგელოზის და მამა ოთხი შვილის.

 

პ.ს. ლინკიც არ გაგიზიარეთ, ხომ ხედავთ?  თქვენ ხომ ტელევიზია ხართ და ნუ იზამთ, არ გირჩევთ მიბაძოთ “საწულოს პირთან მიხუანის” მოყვარულ “მეძავთ სარქალს”

პ.ს. იხ. ძველ ქართულ სიტყვათა განმრატებითი ლექსიკონი.

 

გმადლობთ“, - წერს სოსო გოგაშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner