logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: წარმატებებს ვუსურვებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ კანდიდატებს!
- +

20 ივლისი. 2020. 18:33

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები შეაფასა და  წარმატება უსურვა.

 

„წარმატებებს ვუსურვებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ კანდიდატებს! რამდენიმეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა, მათ კარგ საქმეებს კი. სერგეენკოს, კახიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება უზომოდ გამიხარდა.

 

ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, რასაც ჰქვია, აღმასრულებელია, წლებია ურთიერთობა გვაკავშირებს.

 

სოზარს დახასიათება არ სჭირდება, ბევრი გადაგვიტანია.

 

საამაყოა, რომ ჩემი ოლქის (დიდუბე-ჩუღურეთის) კანდიდატია გია ვოლსკი. რასაკვირველია, ყველა კანონიერი ბერკეტით მივეხმარები კამპანიისას უბნელებთან ერთად.

 

სადღეგრძელოსავით რომ არ გამომივიდეს, კიდევ ერთხელ - წარმატება ოცდაათივეს და გამარჯვება პირველივე ტურში!

 

ცხადია, ასეც იქნება, რადგან შალიკოს ფანჩატურის „სასტავს“ თუ გადავხედავთ, მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner