logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: წარმატებას და რაღა თქმა უნდა, გამარჯვებას ვუსურვებ ალექსანდრე მოწერელიას!
- +

21 ივლისი. 2020. 01:25

 

 

 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას მომავალ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას უსურვებს.

 

ჟურნალისტის თქმით, იგი აკვირდებოდა მოწერელიას პოლიტიკურ მოღვაწეობას აღნიშნულ თანამდებობაზე და მართლაც რომ შესაშური მონდომებით განხორციელდა უარმავი მასშტაბური პროექტები, რამაც სამეგრელო- ზემო სვანეთის პოტენციალი ყველა მიმართულებით, გააასმაგა.

 

დღეს 20 ივლისს,"ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატთა კანდიდატები წარადგინა!

წალენჯიხა, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია!

მან განაცხადა რომ: "სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა,რომ ვიმუშავოთ რეგიონალური პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმართველობის გასაძლიერებლად"...

მინდა აღნიშნო, რომ გუბერნატორობის პერიოდშიც, სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყოველმხრივ განვითარებასა და გაძლიერებისკენ, იყო მიმართული მისი ყოველდღიური საქმიანობა!

ალექსანდრე მოწერელიას პოზიციაა: დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად - ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება"...

წარმატებას და რაღა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ ალექსანდრე მოწერელიას!“- წერს ირაკლი შონია.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner