logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ეს კარგი ადამიანი გიზო მიქელაძეა, ჰყავს 11 და 7 წლის შვილები...
- +

21 ივლისი. 2020. 22:04

 

 

ფოოგრაფი გოგა ჩანადირი ქართველი მეეზოვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

 

ეს კარგი ადამიანი გიზო მიქელაძეა. წლების წინათ ვწერდი მასზე, როგორ გულიანად ასუფთავებდა თბილისის ქუჩებს. ახლა, დილის 7 საათზე შემთხვევით ვნახე აბანოთუბანში. ისევ გულმოდგინედ გვის ქუჩებს.

 

"თბილსერვისში" მუშაობა 6 წლის წინათ დაიწყო. მაშინ 24 წლის იყო.

 

ჰყავს 11 და 7 წლის შვილები. როცა სამსახურში მიდის, მათ სძინავთ. შინ დაღლილი ბრუნდება, მაგრამ პატარებისთვის სითბოს მაინც არ იშურებს.

 

არადა, გიზო მართლა იღლება.  ბევრი სამუშაო აქვს. ჩვენ ხომ ნაგავს უმეტესად ძირს ვყრით?

 

მე პატივს ვცემ ვიზოსა და მისი კოლეგების შრომას და არასდროს დავანაგვიანებ გარემოს.“- წერს ჩანადირი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner