logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ისაუბრა იმ ულამაზეს გოგონაზე, ეს არ ჯდება არანაირ ჩარჩოში!
- +

25 ივლისი. 2020. 12:27

 

 

„ექსპერტი რომ არის და გვამებთან მჭიდრო პროფესიული კავშირი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ისაუბროს, რისი მოსმენაც დაუშვებელია ტელეეთერით!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნატო დუმბაძე ტელეეთერში უკრაინელი ექსპერტის გამოსვლას.

 

„გუშინ მთელი რამე ვბორგავდი მართლა! ამ უკრაინელ ექსპერტს რომ მიიწვევთ, კეთილი ინებოს, პატივი სცეს ოჯახს და ქართველ ხალხს! როგორც მან გუშინ ისაუბრა იმ ულამაზეს გოგონაზე, ეს არ ჯდება არანაირ ჩარჩოში! არანაირში! ექსპერტი რომ არის და გვამებთან მჭიდრო პროფესიული კავშირი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ისაუბროს, რისი მოსმენაც დაუშვებელია ტელეეთერით! აი, ეს კი მეტყველებს მის არაპროფესიონალიზმზე და ეთიკაზე! ეს გადაცემაა და არა მორგი, ქალბატონო ექსპერტო, და კეთილი ინებეთ და გაითვალისწინეთ! თქვენ ქვეყანაში თუ მიჩვეულები არიან, იქ ისაუბრეთ ასე ადამიანზე და არა „ტრუპზე“, როგორც თქვენ არაერთხელ იხმარეთ! ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი!

 

მომიტევეთ, მაგ გადაცემის ჟურნალისტებო, მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ?“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner