logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი ოპოზიციას: არჩევნების მერე თქვენ მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც დიდი ხანია იმსახურებთ
- +

29 ივლისი. 2020. 13:20

 

 

„Radio Georgian Times“-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს და წერს:

 

„რატომ გიკვირთ, რომ ამერიკის სახელმწიფო, საქართველოში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად? აბა, ვის უნდა ეპარტნიოროს? შალიკოს ფანჩატურს? რომლებმაც ჯერ არჩევნები არ მოსულა და უკვე დაჭამეს ერთმანეთი.

 

დაიმახსოვრეთ კარგად მანდ, „ნაცსექტის კლასტერში“ - კელი დეგნანი, აშშ-ის ახალი ელჩი, არის თქვენი ზუსტი შემფასებელიც და პრინციპში მესაფლავეც. მათი მოქრთამვა თქვენი მხრიდან,  როგორც ძველად, აღარ გამოგივათ. ელჩი და USAID მოწოდებულნი არიან, აკეთონ კონკრეტული კარგი საქმეები, ასე რომ, პომპეოც და ტრამპიც ხშირად თუ ესაუბრა საქართველოს, გულყრა ნუ დაგემართებათ.

 

უბრალოდ მოემზადეთ, რომ მალე არჩევნების მერე თქვენ მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც დიდი ხანია იმსახურებთ“, - წერს მალხაზ გულაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner