logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ფუ, თქვე ცხოველებო!
- +

29 ივლისი. 2020. 14:18

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება:

 

„ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება… ძლივს საქართველოში მშვიდობაა, ძლივს გავიდა 8 წელი ისე, რომ არ გვიომია არავისთან და ეს ნაგვები სად გვტენიან? ეს არაადამიანები საკუთარ ქვეყანას ცილს სწამებენ, ჯერ იყო და ცარიელი კამაზების სურათებით ამტკიცებდნენ, რომ რაკეტები გავატარეთ, ახლაა და, ეს ნაგვები უკვე ღიად გვხვევენ ამხელა შარში. საბოტაჟი მეტი რაღაა?

 

არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ სამშობლოს ღალატი მეტი როგორ შეიძლება? ესენი არიან უბოროტესი ხალხი, თუ თვითონ არ იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, განადგურდეს, ქვა-ქვაზე აღარ დარჩეს… ფუ, თქვე ცხოველებო!“ – წერს დაჩი ცაგურია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner