logo_geo
eng_logo
მამუკა სალუქვაძე: შერლოკებს და უოტსონებს ვთხოვ, საჯაროდ გამოიძიონ ჟვანიას, პატარკაციშვილის, შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობები!
- +

29 ივლისი. 2020. 15:53

 

 

ექსპერტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რადგანაც, ჩვენი ჟურნალისტ-გამომძიებელ- ექსპერტ-კრიმინალისტ-სატელევიზიო შერლოკები ყოველდღიურად გვიმტკიცებენ, რომ შეუძლიათ ფოტოებით, ყავის ნალექით,  მდინარის დინებით,  შედუღების შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლის სავარაუდო ტრაექტორიით და ნახალოვკელი „კაწროს“ ყველა ვერსიაში ჩაკვეხებით „გამოიძიონ“ ურთულესი მკვლელობები, მაქვს ლეგიტიმური სურვილი, ვთხოვო მათ, ასეთივე აღტყინებით, საჯაროდ, სცადონ გამოიძიონ ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობები.

 

ჯერ ეს იყოს და თუ ამ შემთხვევაშიც „იყოჩაღებენ“  ჩვენი შერლოკები და უოტსონები, გამოსაძიებელი კიდევ ბევრია ამ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - წერს მამუკა სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner