logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე უჭირს, სხვების გათელვის საშუალებაც კი არ აქვს
- +

29 ივლისი. 2020. 18:14

 

 

„იშლება ის, რაც არის შექმნილი, აქ არც არაფერი შექმნილა და ვერც ვერაფერი დაიშლებოდა“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო დაშლაზე საუბრისას „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა თვითონ აქვს გადაულახავი პრობლემები, აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ გადაუგდია თავისი ე.წ. პოლიტიკური პარტნიორები, ახლაც გადაყარეს ეს ადამიანები. რეიტინგები, რაც ბოლო დროს ქვეყნდება, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე უჭირს, რომ მას სხვების აკიდების და გათელვის საშუალებაც არ აქვს, აქედან გამომდინარე, ისინი დარჩნენ მარტო, ეულად. ვინც დღეს ყბედობს და დილიდან საღამომდე სხვადასხვა ეთერში დადის და ქადაგებს, რომ „პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე“, „მინისტრი უნდა გავხდე“, ზოგიერთი შიკრიკად მოევლინა მიხელ სააკაშვილს საქართველოში, ამ ადამიანებს საერთოდ თავისი ხელით რაიმე გაუკეთებიათ ქართულ პოლიტიკაში? რომელიმე არჩევნები მარტო მოუგიათ?“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner