logo_geo
eng_logo
ზურაბ სიხარულიძე: პირდაპირ ეთერში საუბარი გვამურ გაშეშებაზე, მწერებზე, რამდენად ეთიკურია?
- +

29 ივლისი. 2020. 18:14

 

ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე პირდაპირ ეთერში ყველა თემის და საკითხის განხილვას, მათ შორის ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, სხეულის შეცვლის სხვადასხვა ფაზაზე საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს.

 

„კითხვა მაქვს ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებთან: საუბარი გვამურ გაშეშებაზე, მწერებზე, სხეულზე გვამურ ლაქებზე, კიდევ ბევრ სხვა დეტალებზე, რაც გვამთან ან მის გაკვეთასთან არის დაკავშირებული - პირდაპირ ეთერში რამდენად ეთიკურია და რამდენად სამართლებრივად სწორია?

 

რაღაც ძალიან ახალ ფსიქოლოგიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, როცა ამას ბევრი მაყურებელი, მსმენელი და კომენტარის გამკეთებელი ჰყავს. ისე საუბრობენ გვამზე, როგორც ვითომ არაფერი? და რა ჰქვია, მეგობრებო, ამას? რამე კარანტინში ყოფნის შედეგია ან რა ვიცი, რისი შედეგია, როცა ასე საჯარო ხდება ექსპერტიზის დასკვნები?“- წერს ზურაბ სიხარულიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner