logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ხამი, ღორი, ხარბი და ქალებთან მოქცევა მაგან არ იცის, მით უმეტეს კაცებთან...
- +

30 ივლისი. 2020. 02:28

 

 

მაგრად ამოხვედით ყელში ზოგ-ზოგიერთები... საერთოდ აღარაფრის გრცხვენიათ? და რა გგონიათ, რომ ამნეზია, სკლეროზი, ბინდი თუ ლიბრი გადამეკვრება გონებაზე და ვერ გავიხსენებ ვერაფერს!?“- მანჩო გიორგობინი სციალურ ქსელში წერს:

 

 

გამოდით, გამოლაგდით ერთი რა! ჩემ პოსტზე! ვიკამათოთ თბილისის მერებზე!!

 

ის ხალხი მინდა დაგთვალოთ, თ(ფ)ილისელმა  ცალ-ცალი ბასანოჩქით მოსულმა,  მერადყოფილმა და აწ მილიონერმა იგულავამ, რუსთაველზე მარმარილო რომ აგიყარათ და ჩინური  "პლიტკა" მოგიფინათ 20 მილიონად!!! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ უნიკალურ  შენობებზე თავისი ძმაკაცის მეტალო-პლასტმასის "კარ-აკოშკა" რომ ჩასვა ყველგან, მაშინ თვალები ტრა@ში გქონდათ, ახლა რომ ლუპებით (გამადიდებლებით) დაიარებით?!

 

საფეხმავლო ბილიკებზე ქვის კონსტრუქციები რომ ამოაშენეს, ვითომ საყვავილეები, საშინელება რომ უქნეს იქაურობას ყოველგვარი პროექტის გარეშე, მაშინ სად იყავით, მაგრად მაინტერესებს? იქ, რომელიმე სახლში , ხანძარი რომ გაჩნდეს, საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ, როგორ გაუჭირდება მეხანძრეებს მუშაობა, რადგან მანქანები ახლოს ვერ მივა?! უგულავამ უპროექტოდ გააკეთა, ოც  მილიონად და კაცს-სულიერს კითხვა არ გაგჩენიათ, ქვეყნის მთავარი ქუჩა და სავიზიტო ბარათი როგორ გაკეთდებოდა!!! არც მერე გაგჩენიათ პროტესტი, როდესაც უკვე ჩინურად მოკირწყლული იხილეთ დედაქალაქის საამაყო გამზირი!!! და ეხლა (ახლა) ვერ ამოვედით თქვენი "პრითენზიებიდან", სასაცილოები ხართ .  ოდნავ ვინც ერკვევით მშენელობებში, რა თქნხა დაჯდებოდა რუსთაველზე მარმარილოს აყრა და ჩინური ფილების დაკვრა, თავის ქვის ბორდიურებიან -საყვავალეებიანათ?!  რამდენი კვადრატულია და რა ფასი უნდა ედოს? სულ რომ ამოხტეთ ყველაფრიდან 10 მილიონს ვერ გასცდებით ...

 

ასე არ იყო ყველააფერზე? მერე კიდევ უფრო მოემატა მადა... ჩვენ კი დაგვიტოვეს 14 მილიარდი $ ვალი, საშვილთაშვილოდ სახდელად!!

 

აი ის ხალხი,  ქალაქის "გადაბეტონებას"  რომ აბრალებთ  კახა კალაძეს,   მართლა მთელი თბილისი რომ გადააბეტონა უგულავამ   , ამაზე არც დაგიკნავლიათ   და ჭავჭავაძეზე დაგებულ  უძვირფასესს ტრავერტინს ვერ ხედავთ, თუ არ იმჩნევთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე ?!  ასეთი ძვირფასი  და ლამაზი მოპირკეთება ბევრ ევროპულ ქალაქში გინახავთ?!...

რა მასშტაბის სამუშაოებსაც უგულავა ბიუჯეტს უჯენდა 300 მილიონს , იგივე ფართობის ბევრად ხარისხიანად რეკონსტრუქცია -რეაბილიტაციას  კახა კალაძე როგორ ახერხებს 100 მილიონად?!..

სამტრეიდიელია და ამიტომ რა?

 

რაში ვერ აჯობა თქვენ გაბეყილ თფილისელ ნამუსგარეცხილ უგულავას ?!  ოჯახით ვერ აჯობა? კარიერით?  ფორმაში ყოფნით? გემოვნებით? აი,  რაში ვერ აჯობა, მითხარით ერთი , მეც  მაგრად მაინტერესებს ??!

 

რა აქვს ერთი კარგი თვისება მაინც, მაგ თქვენ მთხლე  გაუზრდელ უგულავას? ხამი, ღორი , ხარბი და ქალებთან მოქცევა მაგან არ იცის, მით უმეტეს კაცებთან...

 

ეს თბილისი ხომ დააქცია, ვეზიზღებით  და იმიტომ! რა უქნა ქალაქს?! ყველა ხეობა ჩაკეტა კორპუსების აშენების ნებართვების გაცემით! ქალაქში ჰაერი აღარ მოძრაობს, არ ნიავდება.. საბურთალოს ხომ ბაზრის მხრიდან საერთოდ გადაუკეტა კორპუსებით მტკვრის საჰაერო სივრცე, ფილტვები ჩაუკეტა!.. ისეთი საშინელებები აკეთა , იმდენად დაარღვია ჰაერის მოძრაობა ქალაქში და იმდენი წინაღობა გაუჩინა , რომ თბილისი აღარ ნიავდება არსაიდან და ტენიანი გახდა! გადაივლებ , გამოხვალ, 5 წუთში იწეპები, წყლად იღვრები რაც არასდროს ოყო თბილისში!  გადაუღეთ დრონით და მიხვდებით, რასაც ვამბობ!!! ... ბაგები კორპუსებით ამოიტენა.. მთაწმინდა.. კრწანისიც... ტაბიძე, კუს ტბის ასახვევი, ჟვანიას ქუჩის კოშმარზე აღარააფერს  ვამბობ . ქვაბი და კიდევ როდის გამოსკდება ის კედელი, ღმერთმა უწყის!... ჰაერი აღარსაიდან შემოდის...  ხეობებშიც და ყველა გასანიავებელშიც ამოტენა კორპუსები, ჰაერი აღარ იძვრის... მოვითხოვ, ყველა შენობას დააკრან  საინფორმაციო პატარა დაფა, სადაც ეწერება არქიტექტორიც , წელიც ,ნებართვის გამცემი მთავარი არქიტექტორიც და  მერიც!!!

ამ მერის ელექტორატი რომ ვინმეზე რამეს იტყვის რა !!!

თორემ დანარჩენებმა უნდა ვილაპარაკოთ და შენიშვნებიც ვთქვათ , რა პრობლემაა?!...

თუმცა , ჩვენ , იმის დამნახავებიც ვართ, რომ ჩვენი არჩეული მერი ყოველ დღე შუაღამემდე მუშაობს.. უამრავი და უმძიმესი საქმეები წამოიკიდა და რა თქმა უნდა , შეცდომებიც გაიპარებოდა... უნდა ვთქვათ, მაგრამ ხომ გააჩნია თქმასაც?!

 

უგულავამ ასფალტი რომ დაგვიგო, სანიაღვრეები ამოლესა მთელ საბურთალოზე!!! ყველა ჟუჟუნა წვიმაზე" მოტორიანი კატერები" გამოგვყავდა მანქანების გადასარჩებნად , იმხელა ტბა დგებოდა ხოლმე!!!  ახალ კორპუსებზე ისე იძლეოდა აშენების უფლებებს, რომ კანალიზაციების დაერთების ერთიანი რუქა არ არსებობდა!! - ეს გესმით , რა არის?! და მერე ვინმეს გიკვირთ , ჭავჭავაძე გაეწელათო?!

რუკა არ არსებობდა, სად რა მილი გადის და ახალი კორპუსი სად დაერთდა!!! ადგილზე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები!!!

მთელი ჭავაჭავაძე ცურავდა ფეკალიებში, მთელი პეკინის ქუჩა იდგა წყალში და საძირკვლები ერეცხებოდა ბევრ შენობას , გამდინარე წყლებით!

ამას მე უნდა ვყვებოდე?!..

 

ისევ დავუბრუნდეთ უგულავას ამომრჩევლებს,  შევაწუხეთ, საფუძვლიანად რომ გაკეთდა, დავღალეთ, მიშას დრობლებით დაწებებული ერჩივნათ - სწრაფად, უხარისხოდ და ძალიან ძვირად!

 

ან ახალი გზა რას დაამსგავსა  იგულავამ? 250 მილიონის რა არის მანდ?! რომ აეშენებინა კომინუსტების დროინდელი პროექტით  გათვლილ ადგილას , ატენის ქუჩისკენ , ეს უბედურება არ მოხდებოდა! თუნდაც, რომ აეშენებინათ ხიმინჯებზე (ფეხებზე) პროექტის მიხედვით ,  უბედურება არ მოხდებოდა!! მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნების წინ, კარტინგებზე ვის ეკატავა მერე დაამფიტამინებულს?!  აქციები მოუწყვეს პროფესიონალებმა , გიგა ბათიაშვილიც მათ შორის და ჰკითხეთ!.. კატეგორიულად აფრთხილებდნენ, არ ჩასვათ მილებში ვერა-რეჩკა , მთის მდინარეა და ხშირად დიდდებაო, მაგრამ მერე მილიონები სად გაეწერა ტრაპაიძეს?! დანარჩენი, ბეტონის მოლიპული ტრასა ხელის გულზე იყო (ეს ცალკე პრობლემა, სულ სრიალდებოდა მანქანები) , ხოლო 100 მილიონი სადღაც რაღაცაზე  ხომ უნდა გაეწერა, გოდა "გააკეთეს" სამი გვირაბი,  ჩასვეს მდ.ვერე "ჟეშტის გარმოშკებში"  და დამალეს, მიწა წააყარეს!!! ასე დამიწეს 100 მილიონი (დაახლოებით ვამბობ)!!! აბა დანარჩენ გზას ითვლით უცბად , 30 - 40 ათასი კვადრატული მეტრი ბეტონი უნდა იყოს, დაახლოებით, იოლი და რა უნდა დამჯდარიყო 20 მილიონზე მეტი, სულ რომ გადახარჯვები გქონოდა?!

ჰოდა, როგორც აფრთხილებდნენ , ადიდდა , წამოიღო ხეებიც, გაჭედა  და გადმოატრიალა  "სახურავი"მდინარემ !, გამოჩნდა  ყველანაირი "ხარჯი"!! "ხარჯს ვინ დარდობს, წესიერად რომ გაეკეთებინათ , ტრაგედია არ დატრიალდებოდა!!!

მაგრამ წესიერად გაკეთება  უფრო ძვირი იყო!!!

მერე ვის შეენახა ფულები ანგარიშებზე და ბიუჯეტის თანხებით ვის ეგულავა?! სულ ცოტა , 100 მილიონი აქვს წაღებული , ვის რად უნდოდა მაგის ციხეში ტომარასავით გდება, ფული რატომ არ დააბრუნებინეთ?!

და ამ სიქიმის მოტრფიალე  ხალხს ენა გიტრიალდებათ ვინმეზე?!.. 

 

მაგარი გამწარებული ვარ ოცნებაზე, კონფისკაცია რომ არ შემოიღეს!!! წლების მიმატება თუ აღარ არის, ქონების კონფისკაცია უნდა იყოს!!!!  უგულავას ოჯახს და ბარამიძეს (არა მხოლოდ ამათ) კალასაის სახლში, ვაკის ექსპერტიზასთან 2-2 მილიონის ბინები აქვთ.. მხოლოდ ერთ კორპუსში.. ასევე, პარლამენტის უკან რომ სახლია, იქაც , ახალ სახლში 2 მილიონის და ა.შ... კიდევ ბევრი.. რატომ უნდა შერჩეთ , რატომ?!  ბოკერიამ ორი ბინა იყიდა ვაკეში , საიდან?!..

სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ ქრთამებს რომ "ტაბულაში" არიცხინებდა ბიზნესმენებს, თუ დებილები იყვნენ და თავისით მიჰქონდათ ურეიტინგო ჟურნალში ათიათასობით დოლარი ყოველ თვე?!

თან, რომ ჰკითხო , ამ ყველას ეზიზღებათ  ვერელები-ვაკელები და რას გვეტენებიან მეზობლობაში, ხომ არ იცით?!..

ოცნება!!! ისე ნუ დატოვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ მართლმსაჯულების  სისტემების რეფორმა არ გამოაცხადოთ!!!

 

 

right_banner
არქივი
right_banner