logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ლუზერი ტიპი!
- +

30 ივლისი. 2020. 12:54

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილის შესახებ წერს:

 

„ვინმე დავით ზურაბიშვილის რესპუბლიკური პარტიის დატოვებამ ე.წ. სკანდალი გამოიწვია.

 

მოდით და სანამ ამ „სკანდალის“ გავლენის ქვეშ „მოვექცევით“, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თავად დავით ზურაბიშვილი და რესპუბლიკური პარტია.

 

. . . .

 

რა ქენით, არაფერი პოზიტიური არ გაგახსენდათ?

 

ლუზერი ტიპი და არასამთავრობო ფესვებზე აღმოცენებული ორგანიზაცია, რომლებმაც სხვადასხვა მანქანებით, რომლის მთავარ ჭანჭიკს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება წარმოადგენდა,  შეძლეს და რამდენიმე წელიწადი საქართველოს ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობები დაითრიეს (დიახაც - დაითრიეს!).

 

შემდეგ ის ჭანჭიკი გატყდა და ამ „სასტავმა“ ყველაფერი დაკარგა - პარლამენტის თავმჯდომარეობა, თავდაცვის მინისტრობა, საქართველოს „მთავარი ინტელექტუალის“ „თანამდებობა“ და შესაბამისად ფული.

 

ფულის გულისთვის კი ისინი საქართველოს მთავარ მტერსაც ხელახლა ჩაუხტნენ საწოლში, მაგრამ იმანაც არ მიიღო.

 

ეს ძალიან მოკლედ დავწერე და ახლა კიდევ ერთხელ დაფიქრდით - გიღირთ ამ სისულელეებზე გონების მოცდენა?

 

კომენტარებში ცუდ სიტყვებს ნუ დაწერთ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

right_banner
არქივი
right_banner