logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არაერთხელ გადავუვლი „ნაცარარაობებს“!
- +

30 ივლისი. 2020. 14:59

 

 

„შემომიტევთ აქ? უფრო მეტ ენერგიას მომცემთ, რომ გამხილოთ და „გაგაპაზოროთ“ (თქვენი სპონსორი „შტაბკვარწირის“ მშობლიურ ენაზე)“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მიხარია, რომ გუშინ, „არენას“ გუნდმა კარგად ამხილა და მწვავედ გააკრიტიკა უსინდისო, დაღუპული ახალგაზრდების საქმეებზე  ტელერეიტინგებით მოვაჭრე, „ნაცმონა“ გარეწარი „მედია“.

 

უამრავი feedback მომივიდა ახლობლებისგან, უცნობი „ფრენდებისგან“  უვიცი „ნაცგოიმების“ Facebook-წიკვინზე. თორემ მათი Facebook-კედლებს ნამდვილად არ ვნახულობ. უმეტესობა წაშლილი ანდა დაბლოკილია.

 

პოლიტიკა იქით იყოს და როგორც ქრისტიანი (ცხადია, უცოდვილესი) არავის შევარჩენ ოჯახური ტრაგედიებით ბინძურ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამით ტელერეიტინგების დაწერის უსუსურ მცდელობას. არაერთხელ გადავუვლი „ნაცარარაობებს“.

 

 შემომიტევთ აქ? უფრო მეტ ენერგიას მომცემთ, რომ გამხილოთ და „გაგაპაზოროთ“ (თქვენი სპონსორი „შტაბკვარწირის“ მშობლიურ ენაზე)“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner