logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: შკლიაროვი დაგვაკლდება, თუ არ გამოუშვა „ბაწკამ“!
- +

30 ივლისი. 2020. 17:36

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, ბელარუსში ცნობილი პოლიტტექნოლოგის ვიტალი შკლიაროვის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

შეგახსენებთ, საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი სწორედ ვიტალი შკლიაროვი იყო.

 

„ბელარუსში დააკავეს ცნობილი პოლიტ-ტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი. გემახსოვრებათ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ხომ გახსოვთ, რუსი არაა, ბელარუსიაო. ჰოდა, ამ ბელარუს შკლიაროვს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ედავებიან. ნეტა რომელი ქვეყანაა?!

 

შკლიაროვი საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბს წარმოადგენს.

 

შკლიაროვზე ასევე საუბრობენ, რომ სხვა კანდიდატების შტაბებში აგენტები ჩანერგაო. ჩვენთანაც შემოვა წელს ეს სიახლე. თუმცა, შეიძლება აქ ისწავლა.

 

ბელარუსში ასევე დააკავეს „ჩვკ ვაგნერის“ 33 მებრძოლი, რომლებსაც არეულობების მომზადებას ედავებიან.

 

რამდენიმე საათში ლუკაშენკო ოპონენტებს ხვდება. თათბირს ჩაუტარებს.

 

მოკლედ, სერიოზული ამბებია მინსკში. მალე აქაც დაიწყება. შკლიაროვი დაგვაკლდება, თუ არ გამოუშვა „ბაწკამ“, – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner