logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ნათელაშვილი არის ვირეშმაკა, ელისაშვილი არის გაიძვერა!
- +

30 ივლისი. 2020. 18:53

 

 

„არ გჯეროდათ და მამუნათებდით, ახლა მე გამუნათებთ და გეკითხებით: რაის ლელა კაკულია და რაის მიშელ ნოსტრადამუსი?!“ – ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„1999-ში დავწერე („რეზონანსი“), რომ ნათელაშვილი არის ვირეშმაკა;

 

2004-ში დავწერე („ახალი ვერსია“), რომ სააკაშვილი და ე.წ. ვარდების რევოლუცია არის რუსული პროექტი;

 

2011-ში დავწერე (for.ge), რომ ელისაშვილი არის გაიძვერა.

 

არ გჯეროდათ და მამუნათებდით, ახლა მე გამუნათებთ და გეკითხებით: რაის ლელა კაკულია და რაის მიშელ ნოსტრადამუსი?!

 

ვიცი, არ გჯერათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით: გიორგი კეკელიძე (პოეტი, პროზაიკოსი, ტელეწამყვანი, ესეისტი, სცენარისტი, ათოსი, პორთოსი, არამისი, დ’არტანიანი, ბიბლიოთეკის დირექტორი, ლიბ.ჯე-ს დამფუძნებელი…) არის ნაც-ენჯეოშნიკი და ლექსებიც შესაბამისი აქვს:

 

„ჩემი კოჭი ფეხმძიმეა უცხო სულით, ხოლო კლდე შეკრთა – ბეწვის ხიდი დაახამხამა. დაფრთხა შავი აქლემი და გაჯიუტდა. ამოვიღე ბუმბული და მოვიხმე. მოფრინდა მშიერი ფასკუნჯი, შემისვა ზურგზე და გავფრინდით. დავკალი აქლემი და ხორცს ვაწვდიდი. ვერ გაძღა და ფრთა გაეყინა – მე სისხლი, შემეშინდა, მოვიჭერი სარცხვინელი და ვაჭამე“.

 

რავარია?!

 

ხომ არის „აქეთ გოჭი, იქით გოჭივით“?

 

P.S. მთაწმინდის პანთეონი გააფართოვეთ, ფარჩაკებო!!!“ – წერს გიორგი იაკობაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner