logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: დავიბენით დიდუბელი ამომრჩევლები, ვის მივცეთ ხმა - ფანრიან „ნოკიას“ თუ ფანრიან „აიფონს“?
- +

30 ივლისი. 2020. 19:21

 

 

„მოკლედ, მეტი კონკრეტიკაა საჭირო, ქალბატონო ანა, თორემ, დავიბენით უბრალო დიდუბელი ამომრჩევლები, ვის მივცეთ ხმა - ფანრიან „ნოკიას“ თუ ფანრიან „აიფონს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ფანრიანი „ნოკია“ და „ადინოკი“ ვოლსკი

 

ანა დოლიძემ გია ვოლსკი „ფანრიან ტელეფონს“ შეადარა: ან  ავირჩევთ ვოლსკის და დავრჩებით ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან არ ავირჩევთ და შევალთ 21-ე საუკუნეშიო.

 

ქალბატონმა ანამ უნდა დააკონკრეტოს, რომელ ფანრიან ტელეფონს გულისხმობს, თორემ, ფანარი ზეთანამედროვე ტელეფონებს რომ აქვთ, ისეთი უნდა.

 

იგი, ალბათ, მითაჟამისდროინდელ ფანრიან „ნოკიაზე“ მიანიშნებდა, რომელიც, თუ არ ვცდები, მობილურ ტელეფონებს შორის პირველი იყო, ფანრით რომ გამოვიდა.

 

სწორედ მაშინდელია ეს სხარტულაც: „ჩემსავით „ადინოკია“, ვისაც არა აქვს „ნოკია“.

 

ასეთ შემთხვევაში ბატონ ვოლსკის, რომელსაც „ნოკია“ არა აქვს, იმის თქმაც შეუძლია, რომ „ადინოკი ვოლსკია“!

 

მოკლედ, მეტი კონკრეტიკაა საჭირო, ქალბატონო ანა, თორემ, დავიბენით უბრალო დიდუბელი ამომრჩევლები, ვის მივცეთ ხმა - ფანრიან „ნოკიას“ თუ ფანრიან „აიფონს?“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner