logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: კობა დავითაშვილი იმსახურებს! მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა!
- +

1 აგვისტო. 2020. 14:49

 

 

„კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის პოსტს, რომელშიც იგი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს უკურნებელ სენთან ბრძოლაში,

 

„იმდენადაა აჩქარებული ჩვენი ცხოვრების ტემპი, იმდენად ვართ დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით, საქმით, ხმაურით, რომ ზოგჯერ ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს. ვერ ვგრძნობთ, ვის ვჭირდებით. ვერ ვაცნობიერებთ, სად უნდა ვიყოთ. ვერ ვგულისხმავყობთ, რა არის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. რა მოითმენს და რა - ვერ...

 

კობა დავითაშვილი იმსახურებს! ის იმსახურებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ვის წინაშე ვართ ვალში... ვის უნდა ვუფასებდეთ ბრძოლას. მადლიერება სათნოებაა. კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ეს ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია. კობა, გმადლობ შენ!!!

 

  1. S. ამჯერად კობამ მოგვიხმო. მე მინდა, როცა გაგვიჭირდება ან როცა გაგვიხარდება, მოხმობის გარეშე დავინახოთ ერთმანეთი“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

იხ.: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=129357

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner