logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: პირდაპირ ვიტყვი - ის რაც ვაკეში გაკეთდა ძალიან კარგია
- +

1 აგვისტო. 2020. 23:30

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ახლადრეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირით ძალიან კმაყოფილია.

 

განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები იწერება, რომლებსაც თავისი არგუმენტები გააჩნია.

მე პირდაპირ ვიტყვი - ის რაც ვაკეში გაკეთდა ძალიან კარგია.

 

  1. გაიზარდა ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი.

მე რამდენიმე წელია ფეხით მოსიარულე ვარ და დამერწმუნეთ ტროტუარზე გაჩერებული მანქანები ძალიან მიშლიდა ხელს გადაადგილებაში (ამაზე ბევრი ირონიული პოსტიც დამიწერია).

 

  1. ალბათ არ მიგიქცევიათ ყურადღება ავტობუსების გაჩერებებსა და BussLine - ზე გაჩერებული ავტომობილებისთვის, რაც არა მარტო ტრანსპორტისთვის დისკომფორტი, არამედ მაგარი გოიმობაც იყო.

 

  1. საავტომობილო საცობები პირველად განახლებულ ჭავჭავაძეზე ნახეთ?

 

  1. ვაკელებს ემახსოვრებათ, რომ უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან საღამოს 6 საათიდან ერთი საათის განმავლობაში მუდამ საცობში იყო.

 

  1. ასევე ემახსოვრებათ ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებზეც იყო ნაჩვენები ის სიჩქარე, რომ წითელზე არ გაჩერებულიყავი.

რაც შეეხება ავტომობილის მოძრაობის მიმართულებებს ჭავჭავაძის პარალელურ ქუჩებზე და გამზირზე ჩამოსასვლელებს, ეს ჩემი აზრით რეაბილიტაციის დროის შეზღუდვებიდან დარჩა და აუცილებლად დასახვეწია რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციასთან ერთად.

მოკლედ რომ ვთქვა - ძალიან კარგია!“- წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner