logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: შეხედეთ, გახდა თუ არა ის 2012 წლის "დარდუბალას" პერსონაჟის ზუსტი ასლი?
- +

3 აგვისტო. 2020. 12:13

 

 

 

„ისტორია იცნობს პრეცედენტებს, როდესაც კარიკატურა იდეალურად ერგება პროტოტიპს, მაგრამ, როგორც წესი, პროტოტიპი, დროში ყოველთვის უსწრებს მხატვრულ პერსონაჟს“, - ამის შესახებ  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

 

„კარიკატურა, როგორც პოლიტიკური სატირის ჟანრი, სახალისოსთან ერთად, ურთულესი სფეროა. ისტორია იცნობს პრეცედენტებს, როდესაც კარიკატურა იდეალურად ერგება პროტოტიპს, მაგრამ, როგორც წესი, პროტოტიპი, დროში ყოველთვის უსწრებს მხატვრულ პერსონაჟს, ანუ მხატვრული პერსონაჟი რეალური გმირის ერთგვარი კარგი ფოლოვერია. უიშვიათესია, როდესაც ჯერ ავტორი ქმნის მხატვრულ სახეს და დროთა განმავლობაში პროტოტიპი ისე გარდაისახება, რომ თავად ემსგავსება მასზე შექმნილ კარიკატურას. შეხედეთ სააკაშვილს და მითხარით, 8 წლის თავზე, გახდა თუ არა ის 2012 წლის "დარდუბალას" პერსონაჟის ზუსტი ასლი?“ - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner