logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ვშიშობ, მედიის ჩასაფრებული ნაწილი ამას ცუდად გამოიყენებს და ჩამშხამდება დღესასწაული
- +

4 აგვისტო. 2020. 22:58

 

 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმის“ გახსნის გამო ნერვიულობს. როგორც შარაძე წერს, მუზეუმში მისვლის სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა არის გარემოებები, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

 

ჩემო უძვირფასესო და უსაყვარლესო მეგობრებო! იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ხვალინდელმა დღემ, რომ სიხარულით ცას ვწვდები, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან უხერხულად ვარ. ვაითუ, იმდენი ხალხი მოვიდეს (და აშკარად, ასე ჩანს), რომ გადაიტვირთოს იქაურობა.

 

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გამო, ას კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. ვღელავ, რადგან გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკასა და ყველა თქვენგანს დაჯარიმების საფრთხეს ვუქმნი, ვშიშობ, მედიის ჩასაფრებული ნაწილი ამას ცუდად გამოიყენებს და ჩამშხამდება ეს დღესასწაული.

 

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ასე მოვიქცეთ - 12.00 საათზე იქნება ოფიციალური გახსნა, მაგრამ მუზეუმი 18.00 საათამდე ღია იქნება, მეც იქ ვიქნები და გიმასპინძლებთ ყველას, ვინც დაგვაფასებთ და მოხვალთ. იქნებ, რამენაირად, გავნაწილდეთ, რათა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

უღრმესი მადლობა წინასწარ, გკოცნით-გეხვევით“- წერს შარაძე.

 

 

ხვალ დიდი დღეა, ნანატრი დღე! 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, იხსნება გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი“, - ამის შესახებ გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

ბედნიერი ვარ! ხვალ დიდი დღეა, ნანატრი დღე! 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, იხსნება გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი. მალე, იქვე გადმოვა მამაჩემის მემორიალური კაბინეტიც, რომელიც 2017 წელს, ამავე ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში გავხსენით.

 

 

ისტორიის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ამ დილით, გადაცემაში, თითქმის, ყველაფერი ვთქვი და თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ,  დავამატებ - ეროვნული ბიბლიოთეკა და გურამ შარაძე განუყოფელი იყო, არის და ამიერიდან, ხომ იქნება და იქნება. მისი უკანასკნელი გზაც ეს იყო - ეროვნული ბიბლიოთეკიდან შინამდე - ილია ჭავჭავაძის გამზირამდე.

 

 

დააკვირდით სიტყვებს - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. სად უნდა იყოს მამაჩემის კაბინეტი და მისი დაარსებული მუზეუმი, თუ არა იქ?!

 

 

უღრმესი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ამაში დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა!

 

 

P.S. იცით, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, ას კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. მგონი, ასი კაცი უკვე ვართ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ოფიციალური პირები და ოჯახი. უხერხულობაში ვარ, ვერავის გამოგარჩევთ და ამიტომ გადავწყვიტე, პირადად არავის მივწერო - ვინც მოვა, მოვა“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner