logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ლეშიჭამიები ხართ, სისხლს მოწყურებული სვავები!
- +

5 აგვისტო. 2020. 15:49

 

 

ფარისევლები, ყალბები ხართ და თქვენივე სექტას თუ დააზომბირებთ, ყალბი თანადგომებით!

 

„ორი დღეა შაქარაშვილი გადაფარეს ახალი ამბით, იმ გამწარებული ოჯახის გადმობირებაც შეძლეს და მათ ,,სიყვარულში,, არ დაიღლებიან იქამდე, სანამ ოჯახი მათთან იქნება, და თუ ვაიდა მათ ჭკუაზე არ იარეს, მტრისას, მერე ნახეთ ტალახი და ჩაქოლვა!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ნონო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„მოდი და ნუ იტყვი, სიმართლეს ამოატივტივებ და იმ  წუთას ,,ქოცგამპრავებელი,, გქვია, გაჩუმდები და ნიაღვარივით ასხამენ თავიან ცრუ ვერსიებს და ტყუილ-ჭორებს.

 

მეორე დღეა, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს და მათ პატრონებს შაქარაშვილი მიავიწყდათ, აღარ დარბიან დილას და  შუაღამეს მიკროფონებით არაგვის ხიდზე, „გახსნეს უკვე საქმე,, თავიანთი ჭკუით... აღარც მათი ქომაგების კომენტარები ისმის.

 

მშობლის აზრი რაში გვაინტერესებს ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთო, ბოლო ხმაზე რომ ხაოდნენ, ფაქტი ერთია, ოჯახი მათ დაკრულზე  ვერ აცეკვეს, ქუჩაში აქციები ვერ გაამართინეს შეძახილებით, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სისტემა დალპა“ და მსგავსი სლოგანები, სამაგიეროდ კარგად გვარიანად ლანძღეს, შეურაცხყოფა მიაყენეს შვილმკვდარ ოჯახს. ეს მოსულა, ეს ხომ მათთვის შეიძლება, მაგრამ თუ შენ მათ ვერსიებს შეეწინააღმდეგე, მაშინვე წყევლას და საყოველთაო ,,თრევას,, იღებ სიტყვებით - როგორ ეხები შვილმკვდარ ოჯახებს შე ბინძუროვო...

 

ორი დღეა შაქარაშვილი გადაფარეს ახალი ამბით, იმ გამწარებული ოჯახის გადმობირებაც შეძლეს და მათ ,,სიყვარულში,, არ დაიღლებიან იქამდე, სანამ ოჯახი მათთან იქნება, და თუ ვაიდა მათ ჭკუაზე არ იარეს, მტრისას, მერე ნახეთ ტალახი და ჩაქოლვა!

 

 არავინ არ გტკივათ თქვენ, არავის დარდი არ გაქვთ და არც მკვლელობის გახსნა გადარდებთ, არც სხვისი ჭირი... ხელისუფლების შეცვლა და პოლიტიკური მოტივებია თქვენთვის მთავარი მიზანი. ლეშიჭამიები ხართ ჩვეულებრივი, სისხლს მოწყურებული  სვავები. ყოველ ღამე იმის ფიქრში ხართ, დილით რამე ცუდი მოხდეს, რომ ვერავინ მიგასწროთ ჭირისუფლობა და ,,სთენდაფების“ ჩაწერა მიცვალებულის სარეცელთან!

 

თქვენ ხართ ფარისევლები, ყალბები და თქვენივე სექტას თუ დააზომბირებთ, ყალბი თანადგომებით! სიყვარული და სიკეთე კი აუცილებლად გაიმარჯვებს, თქვენს ბოროტ ზრახვებზე!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner