logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ამ, ე.წ. ხალხს, ქართველები მეხსიერება დაკარგული ერი ვგონივართ!
- +

5 აგვისტო. 2020. 16:05

 

 

 

„ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი  წერს:

 

„დღევანდელ  “ნაცოპოზიციაში“ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ:

 

ზურაბ ადეიშვილის დროინდელი ოთხი პროკურორი:

გვარამია, ზოდელავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი;

 

ზურაბ ადეიშვილის ორი მოადგილე:

გიორგი ვაშაძე და ოთარ კახიძე;

 

ადეიშვილის ორგზის მოადგილე (იუსტიცია, უშიშროება):

გიგი უგულავა;

 

მიშა სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი:

გიგა ბოკერია;

 

მიშა სააკაშვილის სამგზის ძალოვანი მინისტრი:

ირაკლი ოქრუაშვილი;

 

მიშა სააკაშვილი ხერხემალი ძალოვანი:

ვანო მერაბიშვილი;

 

მიშა სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი:

გიორგი ბარამიძე;

 

მიშა სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი:

დიმიტრი შაშკინი;

 

მიშა სააკაშვილის პოლიციის აკადემიიის შეფი:

ხატია დეკანოიძე;

 

ამ, ე.წ. ხალხმა, მათივე ვიცე-ბელადის, ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით მოკლული გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა და მისი ვერდიქტის მიუხედავად, სიმართლის დადგენას ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

 

ამ, ე.წ.  ხალხმა (ხუთმა პროკურორმა), წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში და ამ საქმეზე სიმართლის დადგენასაც ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

 

ამ, ე.წ. ხალხმა, ჩაცხრილა ვაზაგაშვილი და ისე გააყალბა საქმე, რომ სტრასბურგის გამაოგნებელი ვერდიქტი დაიმსახურა;

 

ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი.

 

ამ, ე.წ.  ხალხს, ქართველები მართლა მეხსიერება დაკარგული ერი ვგონივართ, - იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ?

 

ოქტომბერში გავცეთ ამ კითხვას პასუხი!“ - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner