logo_geo
eng_logo
დავით გელაშვილი: ადეიშვილმა აქტივს დაავალა, ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით, რომ მოძრაობა გაჭედონ...
- +

5 აგვისტო. 2020. 19:52

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით გელაშვილი რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინც მიცნობთ, იცით, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და პოსტებსაც თითქმის იშვიათად ვწერ და ვაქვეყნებ, მაგრამ სამშაბათს ჩემ მიერ ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუ ამდენი ტვინნაღრძობი და სახედაკარგული ადამიანი არსებობდა, მართლა არ მეგონა.

 

გუშინ, 4 აგვისტოს, დაახლოებით 2-ის ნახევარზე, ჩემს გოგონასთან ერთად მოსკოვის ქუჩაზე მდებარე იტალიურ კაფე „ბუფფალინოში“ შევედით და პიცა შევუკვეთეთ. ჩვენ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი პიროვნება ქართულად, საკმაოდ ხმამაღლა და ემოციურად საუბრობდა. ერთ-ერთი მათგანი ეუბნება მეორეს: „არა, ძმაო, რა, მართლა „მოზგი“ და შენძ...ლია ზურა!“ – „ვინ ზურა?“ - ეკითხება მეორე, - „ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი, რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა, ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველ დღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო“.

 

თან, ამას ეს პიროვნება ისე სიამოვნებით და როლში შესული უხსნიდა მეორეს, რომ მივხვდი, ჩვენ, ქართველს, ვერ მიგვამსგავსა. სამაგიეროდ - ერთ-ერთი მათგანი ვიცანი, იგი ქართველი გენერალი, გიგი კალანდაძე, იყო (მეორეს არ ვიცნობდი). შევძელი და ორივეს ტელეფონით რამდენიმე სურათი გადავუღე. კაფედან მე და ჩემი შვილი მალევე გამოვედით და ცხოვრებაში პირველად, გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა ქართული არ იცოდა. წუხელ „ფეისბუქს“ თვალი გადავავლე, ბევრი იწერება „რა გვეშველება, რამხელა საცობში ვართო“... საცობში კი არა, ჭავჭავაძეზე „გაფუჭებულ“ მანქანებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სალონებში ეგებ მიშას პორტრეტი ან ცოცხი იპოვოთ...

 

ღმერთის მაინც გეშინოდეთ, ხალხო !!!“ - წერს დავით გელაშვილი.

 

 



 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner