logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს კაცი შოკშია და ისე ლაპარაკობს თუ უკვე სერიოზულ ფაზაშია?!
- +

5 აგვისტო. 2020. 22:39

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ ნოემბრიდან მთელი ქვეყნისთვის კარგი ცხოვრება დაიწყება.

 

„ეს კაცი შოკშია და ისე ლაპარაკობს თუ უკვე სერიოზულ ფაზაშია?!

 

შვილმკვდარი მამისთვის კაი ცხოვრება როგორ უნდა დაიწყოს ამ ნოემბრიდან კი არა, მისი სიცოცხლის ბოლომდე?!

 

დიდი ხნის წინ ერთმა ჟურნალისტმა ერთ მაღალი თანამდებობის პირს ინტერვიუს დროს ჰკითხა, - ბედნიერი ხართო?

იმ კაცმა ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა, - მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმულ სურათზე იცით, ვინ არისო?

 

- კი, ვიცი, თქვენი გარდაცვლილი შვილიაო.

 

- ჰოდა, რას მეკითხები, მე ბედნიერი როგორ ვიქნებიო, - უპასუხა იმ თანამდებობის პირმა.

 

საგანგებოდ არ ვწერ ჟურნალისტის და იმ მაღალჩინოსნის ვინაობას.

უბრალოდ, ამ ფაქტმა გამახსენა და კიდევ ერთხელ ვიკითხავ:

ნოემბრიდან როგორ დაიწყება კაი ცხოვრება შვილმკვდარი მამისთვის?!“- წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner