logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ბაჩალიაშვილი იყო 23 წლის, გარდაცვალების მომენტში...
- +

6 აგვისტო. 2020. 01:50

 

 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„რა ფაქტებიაო, სადააო...

აგერ, ბატონო!

 

2008 წლის 6 ივლისს არის გამოწერილი ჯუმბერ ბაჩალიაშვილზე შემაკავებელი ორდერი, ოჯახში ძალადობის გამო!

 

ახლა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

თამარ ბაჩალიაშვილი იყო 23 წლის, გარდაცვალების მომენტში.

ეს შემაკავებელი ორდერი გამოწერეს 12 წლის წინ.

ანუ მაგ დროს გოგონა 11 წლის იყო - ესე იგი, ზუსტად ის პერიოდია, როდესაც პატარა თამარმა წამლების დიდი დოზა დალია და საავადმყოფოში მოხვდა.

ამას დედამისიც ამბობს.

რა გამოდის?

 

ჯერ კიდევ წლების წინ, გოგონა იმდენად გაუსაძლის ოჯახურ პირობებში იზრდებოდა, რომ ასეთი საშინელი რამ ჩაიდინა.

 

არ გავაკეთებ შეფასებებს. ფაქტს ვწერ და ლოგიკას ვიშველიებ!

 

პ.ს. - ფსიქოლოგთან როცა ადამიანი მიდის, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ბავშვობის პერიოდზე უწყებს სპეციალისტი საუბარს პირს, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში მომხდარ ამბებს!

ეს ისე“- წერს ჟურნალისტი.

 

right_banner
არქივი
right_banner