logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე: ელისო კილაძე ნაძირალაა!
- +

6 აგვისტო. 2020. 12:08

 

 

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი თეა თუთბერიძე, ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვუყურებ თეა ადეიშვილის გადაცემას... პირველი, ბაჩალიაშვილებს ჰყავთ ძალიან დებილი ადვოკატი;

 

მეორე, ელისო კილაძე არის ნაძირალა.

 

მესამე, ამ საზოგადოებას არაფერი არ ეშველება.

 

მეოთხე, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ჟურნალისტიკაშიც სრული არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმის ზეიმია.

 

მეხუთე, სასწრაფოდ შესასწავლია, რეალურად რა საქმიანობითაა დაკავებული ეს კომპანია „ზეგი“ და რატომაა მათი საქმიანობა გასაიდუმლოებული, როგორც ეს მისივე ე.წ. ამერიკელმა დამფუძნებელმა განგვიცხადა!

 

ხო კიდევ, კილაძემ, ე.წ. ფანრიანი „ნოკიით“ შემხვდა გუშინ ეს ბაჩანაო - ამას ხალხი უსმენს და დედა, დედა, რა აღმოუჩენია ეს ელისოსო, ფიქრობენ... ამ დროს, ტიპისთვის ტელეფონი ჩამორთმეული რომ აქვს გამოძიებას, თუ არ იცის, დავიჯერო, ვერ ხვდება მაინც? (თან ამ ტიპმა, დღეს, ადეიშვილთან საუბრისას თქვა, რომ ამ ტელეფონით ვერ შევალ, ჩემი ტელეფონი გამოძიებას აქვსო). ადეიშვილმაც გაუტარა მავნებელ კილაძეს ეს მავნებლობა. ორი ვარიანტია, რაღაც იცის ამ ბიჭმა და შეგნებულად ავრცელებს ბოდვებს (იმედია, ხვდებით, რატომაც), ან იმდენად დებილია, რომ ვერც ხვდება. რა საგამოძიებო ჟურნალისტიკას მიედ-მოედება, ჰკითხეთ ერთი.

 

მეორეც, თეა ადეიშვილმა რომ კითხვა დაუსვა - თქვენს მიერ ნახსენები ოზურგეთელი ნამდვილი ბაჩანა სად არისო… სიტყვა ბანზე აუგდო და მერე დააბრეხვა, კი, კი მოიძებნა, ვიღაც ჟურნალისტებმა ჩაწერესო.

 

ვინ ვიღაც ჟურნალისტებმა ჩაწერეს, სად ჩაწერეს, სად არის ეს ჩანაწერი? ამას დებილი ჰგონია მგონი ყველა, ვინც მაგას უსმენს. შეიძლება ეგრეცაა, მაგრამ მეც შემომესმა დღეს და გულისამრევად ნაძირალა ქალია!“ – წერს თეა თუთბერიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner