logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: აი, ამ იდიოტიზმს ემსახურებიან!
- +

6 აგვისტო. 2020. 15:53

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ხანდახან არ გიჩნდებათ განცდა, რომ მაგრად დაგვცინიან??

აი, ნახეთ.

ჩავრთე ინფორმაცია, ვუსმენ შსს-ს განცხადებას. არც ერთ ინფორმაციას არ ვტოვებ, რაც ეს ორი საქმე ძიებაშია...

და მიჰყვა ამას სხვა ამბები...

ის-ის იყო უნდა გამომერთო, ავიღე პულტი და

ეკრანზე ვკითხულობ:

„კიტრი, პომიდორი და „ქართული ოცნება“...

 

ჯერ, მეთქი, მეჩვენება!

აი, კარგად ჩამოვჯექი და ვუსმენ...

ახლა რა ხდება:

ერთი კაი ოცი წუთი მიდის ინტერვიუები, კადრები, კიტრები, პომიდვრები...

ვუყურებ პირდაღებული!

 

და აი ძააან სერიოზული, პლუს დამწუხრებული სახეებით „ჟურნალისტები“ გვიყვებიან, როგორ ყიდულობს „ოცნება“ ამომრჩეველს!

 

იქ ჩართეს ანა დოლიძე!

 

დგას ეს გოგო ამ სიცხეში, გაჭარხლებული, გაწითლებული და შალვა ნათელაშვილის „ხოდზეა“, საშინლად გაბრაზებულია კიტრებზე! პომიდვრებზეც!

 

გაგვანათლა, რომ აი, ასე გვყიდულობს მთავრობა და ჩვენც კიტრის სანაცვლოდ მივიღებთ ისევ ამ მძარცველების გუნდს!

 

იქ მიმოიხილა პომიდვრის ბნელი მხარეებიც, ძალიან ინერვიულა და ჩართვა დამთავრდა.

 

სტუდიიდან ამ დროს სოლიდური სახით იქ მჯდომი ჟურნალისტკა ეკითხება ადგილზე გასულ „ტოჟე“ გაოფლიანებულ, დაღლილ კორესპონდენტს, აი ძაან „ძელავოი“ ხმით: -გესმის ჩემი?

 

იმას ესმოდა და იქიდან ძაან ტრაგიკული სახით ისევ კიტრზე და პომიდორზე ილაპარაკა, დაკითხა მოსახლეობის ნაწილი, კიტრის მაგივრად სუ მიკროფონი თხარა პირში ვიღაცეებს...

 

ოღონდ ეს ყველაფერი მიდის აი, ძაან სერიოზულად!

არავის არ ეცინება!

ახლა კი სერიოზული ნაწილი:

-----

საქმე რაშია, იცით??

აი, ამ იდიოტიზმს ემსახურებიან, სხედან გაკრიალებულ სტუდიებში.

ძველი და გამოცდილი, ჭკვიანი და განათლებული ჟურნალისტი პენსიის მოლოდინშია, ზოგი სხვა ქვეყანაში სხვის ბებიას უვლის, შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს, ოჯახი ენატრება...

ზოგი აქ წვალობს გროშებზე;

 

ამდენი კადრი სახლში ზის და ეს დებილები, ეს გაზულუქებული გრიმდადებული იდიოტები აი ამ დურაკულ სიუჟეტებში, ამ ჭორაობაში, ამ მდაბიო გადაცემებში ათასებს იღებენ!

 

რა კიტრი, ქალო!!! რა მათე?!

 

......

მერე საღამოს მივა ეს ვიღაცა სახლში.

იტყვის, რომ იმუშავა და დაიღალა!!!

დაიღლებოდა, აბა არა??

 

დასრიალებენ მანქანებით, გადიან „შემთხვევის ადგილებზე“, სახლში უვარდებიან ადამიანებს, აგროვებენ ჭორებს, ეჩხირებიან გამოძიებაში, მუშაობენ ვიღაცის ინტერესებზე, სულერთია, ვისი, ვინც კარგად უხდის...

 

არც ერთი არ არის ობიექტური! ყველა მხარეა!

 

ყველა სიუჟეტი ვიღაცის დისკრედიტაციაა, თორემ ვინ გიჟი ვიტყოდით უარს - გამოძიებას რომ ეხმარებოდნენ პატიოსნად!

 

და ძალიან ბევრ შემთხვევაში: მასწავლებელზე, ექიმზე, ინჟინერზე... მეშახტეზე აღარაფერს ვამბობ, ამათზე მეტი ხელფასი აქვთ!

კაპიტალიზმის ხიბლი...

იმუშავეთ, ვირებო! იჭორავეთ, „ჟურნალისტებო“!

 

ტვინით დატენილ ქალს ვიცნობ, ტელევიზიაში მუშაობდა. მიშამ გამოაგდო სხვებთან ერთად.

 

ზოგჯერ უშაქრო ჩაის სვამს. ძვირიან წამალს ვერ ყიდულობს. თავმოყვარეა, არ წუწუნებს.

 

ელისო კილაძე გაზეთის რედაქტორია.

 

ანა დოლიძე ლოზუნგებს ყვირის, არჩევნებისთვის ემზადება.

 

ჰოდა, ეგრე“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner