logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ფრონტერამ“ ათეულობით ქართველ თანამშრომელს საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა
- +

6 აგვისტო. 2020. 18:23

 

 

„ფრონტერა“ ათასობით დოლარს იხდის ამერიკის ცალკეული კანონმდებლების ლობიზმში. წელიწადზე მეტია საკუთარ ათეულობით ქართველ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი 1 200-ლარიანი დახმარება გაიცემა.

 

აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ დახმარების პაკეტებს მიესალმება.

 

„სამწუხაროდ, ერთმა უიმედოდ მყოფმა თანამშრომელმა თავი მოიკლა, რაც ძალიან დასანანია. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა, შესაძლებლობის ფარგლებში, ზრუნავს „ფრონტერას“ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ქართველ თანამშრომლებს. პრემიერის დღევანდელი დახმარების სხვა პაკეტებიც მისასალმებელია“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner