logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: შესაძლოა, ბაჩალიაშვილი გამიზნულად მოიქცა და ერთგვარი „მესიჯი“ დატოვა სიკვდილის წინ
- +

6 აგვისტო. 2020. 18:51

 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

„თამარ ბაჩალიაშვილის ამბავში ერთ დეტალზე მეფიქრება კიდევ ძალიან.

 

როგორც ვიცით, გოგონა სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა.

 

მამამისი, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, 1959 წლის 19 ივლისს არის დაბადებული.

 

ანუ ფაქტობრივად, მამამისის დაბადების დღის წინა დღეს გავიდა სახლიდან...

 

წელიწადში არის 365 დღე და რაღა ფაქტობრივად მამის დაბადების დღეს დაამთხვია სახლიდან წასვლა?

 

ცივი გონებით რომ ვიმსჯელოთ, შესაძლოა გოგონა ასე გამიზნულად მოიქცა, ერთგვარი „მესიჯი“ დატოვა სიკვდილის წინ ამ საქციელით.

 

ეს აზრი მიტრიალებს თავში რა და ვერ ვიშორებ“, - წერს ნინო ლაბარტყავა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner