logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: 2008 წელს მრავალმილიარდიანი დახმარებები და გრანტები მივიღეთ, ხალხს არაფერი უნახავს!
- +

6 აგვისტო. 2020. 23:42

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას მიერ, დღეს წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილს აფასებს. სალუქვაძის თქმით, ხელისუფლება შეიძლება ოპონენტებმა ბევრი აკრიტიკონ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ დღეს საზოგადოებას ბიუჯეტის სახსრები ხმარდება, რასაც ვერ ვიტყვით წინა ხელისუფლებაზე.

 

„საოცარი ოპონენტები ჰყავს ხელისუფლებას.

ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერი მოსულა.

მხოლოდ კითხვებს დაგისვამთ:

 

  1. 1000-1000 ლარი სასწრაფოდ დაარიგეთო, ფინანსური კოლაფსისკენ რომ უბიძგებდით, თქვენ არ იყავით და არ იყო არჩევნებზე გათვლილი?

 

  1. თქვენ არ საუბრობდით არასაკმარისია აქამდე გაწეული დახმარებაო?

 

  1. ერთმა პოლიტიკოსმა ასეთი დახმარებები რა საჭიროა, სამუშაო ადგილების გადასარჩენი პროგრამა უნდა მიგეღოთო, თქვა. დაგავიწყდათ მთავრობის ეტაპობრივი, სექტორული დახმარებები, სამშენებლო, ტურისტულ, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებს? მეხსიერება არ გივარგათ, თუ პოპულისტობთ? ისე, ცნობისთვის, 700-ზე მეტი საწარმოა შექმნილი სახელმწიფოს მხარდაჭერით.

 

  1. ყველა დახმარება ერთდროულად რატომ არ გამოაცხადეთო? ასეთ კითხვას დასვამს ვინმე, ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს ეკონომიკაზე?

 

  1. წინასაარჩევნო მოსყიდვააო, ამბობთ, რა ექნათ, დალოდებოდნენ ნოემბერს?
  2. მთავრობას ეს დახმარებები თუ წინასაარჩევნო მოსყიდვად ეთვლება, რომ არ გამოეცხადებინათ ეს დახმარებები, თქვენ წინასაარჩევნოდ პანდემიისგან დაზარალებული ხალხის დახმარების შესახებ დაპირებებს არ გასცემდით? მეეჭვება.

 

  1. ჩვენი ფულით გვეხმარებიან და ქულებს იწერენო. მართლა არ გესმით, რომ ბიუჯეტის ფულს სახარჯავად მთავრობას ვანდობთ, თუ ხალხს აბოლებთ? სხვაგვარად ხდება რომელიმე სახელმწიფოში? პრემიერი მთლე ქვეყანას საკუთარი ფულით უნდა ეხმარებოდეს? არც ის იცით, რომ დასახარჯი თანხის გარკვეული ნაწილი კერძო ფულია?

 

  1. დასავლური დახმარებები რომ გამოგვიყვეს პანდემიის გამო, არ აცხადებდით რას უშვებით ამ სახსრებს, ხალხს რატომ არ ეხმარებითო?

 

  1. ხომ ეუბნებით ხალხს, აიღეთ მთავრობისგან დახმარებები, ფული, კიტრი, პომიდორი და არჩევნებზე ხმა ჩვენ მოგვეცითო?

 

ჰოდა დამშვიდდით. ხალხი აუცილებლად დაგიჯერებთ, ხალხი ბრძენია.

 

ისე, ისიც ახსოვთ მრავალმილიარდიანი დახმარებები და გრანტები რომ მივიღეთ 2008 წელს და ხალხს არაფერი უნახავს.

 

ორჯერ ისე, ამ პერიოდში წარმოგედგინათ ეკონომიკური ანალიზი, კვალიფიციური წინადადებები, გემსჯელათ, გაიგებდა ხალხი. თქვენ მთელი ეს თვეებია მაჟორიტარულ ოლქებს იყოფთ. ახლა სიებზე დაერევით ერთმანეთს, ხან ერთდებით, ხან იშლებით...“- წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner