logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!..
- +

8 აგვისტო. 2020. 12:28

 

 

„დღეს შეიძლება დღეს ამაზე საუბრის დრო არ იყოს, მაგრამ ოკუპაციის შიდა თანაავტორების ახალ „მესიჯბოქსს“ პასუხი სჭირდება. რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!..“ - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

„ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო. არავითარი არგუმენტი საპასუხოდ, პირველ რიგში მხოლოდ ფაქტი - ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც მათ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირეს:

 

 

რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო; მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს; მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს... ამ რეზოლუციას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ!..

 

12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც ჩვენი უდანაშაულო თანამემამულეები და გმირი ჯარისკაცები შეიწირა. ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში იცხოვრებენ! დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით ვაწარმოებთ, ამ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს! საქართველო არასდროს დანებდება, ოკუპაციას არ შეეგუება!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner