logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: მაკვირვებს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ინფანტილიზმი...
- +

11 აგვისტო. 2020. 16:08

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, ლევან ლორთქიფანიძის სტატუს ეხმაურება, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემაში, ნიკა გვარამიას სტუმრად ბაჩანა ლობჟანიძე ჰყავდა.

 

„ყველაფერში ვეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, ერთის გარდა, პოლიციას რატომ აჩქარებთ, გამაგებინეთ, მიცვალებულს გავაცოცხლებთ თუ რას ვიგებთ ამით?!

 

რა გვინდა, რომ საქმეები, რადგან ჩვენ მოუთმენლად გვაინტერესებს ფინალი, ამიტომ  ფაცი-ფუცით უნდა იძიონ? 

 

ხანდახან მაკვირვებს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ინფანტილიზმი...

 

ლევან ლორთქიფანიძე:

 

ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლესბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან ... ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

 

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების "კეთილშობილური" მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!!

 

ზნედაცემულობა და გარყვნილება...

 

ილიას "სარჩობელაზედ" ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული... თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღრობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან...

 

მრცხვენია !!!

 

ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს!“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner