logo_geo
eng_logo
ნათია ბერიძე: არც კი იოცნებოთ დიდუბის რაიონზე!
- +

13 აგვისტო. 2020. 21:30

 

 

 

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ანა დოლიძე მიმართავს და წერს:

 

„ანა დოლიძემ განაცხადა გიორგი ვოლსკის ერთი პარკი არ გაუხსნია დიდუბეში და არაფერი არ გაუკეთებიათო!

 

კითხვა მაქვს:  ერთ ოჯახს მაინც საკუთარი ხარჯით თუ დაეხმარეთ პანდემიის დროს დიდუბეში ქალბატონო კანდიდატო, მაშინ, როცა მე ჩემი ხელით მთავრობის მიერ გამოყოფილ ნობათებს ვარიგებდი ყოველ დღე და თან არა ერთს და ორს, არამედ ათობით და ასობით!

 

ერთი ოჯახი არ დაუტოვებია დიდუბის რაიონის გამგეობას, თბილისის მერიას, საქართველოს მთავრობას და ირმა ზავრადაშვილს მშიერი! ერთი ოჯახი არ არის მთელს რაიონში ისეთი, ვინც იტყვის რომ სჭირდებოდა და არ მიუტანა ვინმე დახმარება!

უსირცხვილობასაც  უნდა ჰქონდეს საზღვარი! გვაჩვენეთ რა გააკეთეთ ჩვენი რაიონის კეთილდღეობისთვის პანდემიის პერიოდში! რას აკეთებდით და რა გინდათ, დავიჯეროთ რომ ამის მერე რამეს გააკეთებთ?!  დიდუბის რაიონი თქვენი სოფლის ორღობე არ გეგონოთ, ფოჩიანი კანფეტებით და იურიდიულად დალაგებული ტერმინებით მოგვატყუოთ! აქ ხალხი ცხოვრობს, ვისაც იმაზე სწორად აზროვნება შეუძლია, ვიდრე გგონიათ! ეგ საკენკი დაუყარეთ თქვენი  პარტიის წევრებს და ნათელაშვილს თავის  ფანჩატურში!

 

არც კი იოცნებოთ დიდუბის რაიონზე! პირდაპირ და ხმამაღლა ვაცხადებ, პირადად ჩავერთვები პროცესებში და პირველივე დღეებიდან გაგიცრუვდებათ იმედები! ქვა-ქვაზე არ დაგიდიათ ჩვენი რაიონის მაცხოვრებლებისთვის! გვახსოვს, ვიცით და ისიც მახსოვს  რომ სამართალი მარტო თქვენთვის იცით!“ - წერს ნათია ბერიძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner