logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გიორგი კანდელაკზე ზოგადად რა კომენტარი უნდა გავაკეთო?..
- +

14 აგვისტო. 2020. 14:46

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებას კოვიდ-ტესტის ჩატარების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„გიორგი კანდელაკზე ზოგადად რა კომენტარი უნდა გავაკეთო?.. კარგი იქნება, თუკი თავს პოლიტიკოსად თვლის, დააყენოს კანდიდატურა რომელიმე რაიონში და გაზომოს თავისი წონა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს.

 

მე მინდა, არა მისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის განვმარტო.

 

მესტიაში არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს, ვინც არ გაიკეთებს ტესტს, ისევე როგორც ლენჯერში არ დარჩა არც ერთი ადამიანი და სწორედ ეს იყო ჩემი მესტიაში ყოფნის მიზანი. მოვუწოდებდით მოსახლეობას, გაეკეთებინათ ტესტირება. ბატონ ამირან გამყრელიძესთან ერთად, დავდიოდი და მონიტორინგს ვაკეთებდით, რა რაოდენობის ხალხი მოდიოდა ტესტირებაზე. იქ გადავწყვიტე, რომ მეც გამეკეთებინა ტესტი, ეს იყო ერთგვარი მაგალითი სხვებისთვის. ტესტის გაკეთების შემდეგ ვთქვი, რომ გულისფანცქალით ველოდებოდი პასუხს. ამ წუთასაც არ ვიცი პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ თუ არ დაგირეკავენ, ეს ნიშნავს, რომ პასუხი უარყოფითია.

 

არანაირი განსხვავებული რეგულაცია ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა. მესტია არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ყველგან, სადაც კი იყო გართულებული ეპიდვითარება, ვიყავი მივლენილი პრემიერის მიერ, ეს იყო მარნეულში, ეს იყო გარდაბანში, ლენტეხში თუ მესტიაში. მე შვებულებაში ვიყავი გასული და გამომიძახეს, რათა წავსულიყავი მესტიაში, ეს პრივილეგია არ ყოფილა. მართალია, ჩემთვის საყვარელ კუთხეში წავედი, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია, ეს არ უკავშირდებოდეს კოვიდის გავრცელებას. საქმე იყო გასაკეთებელი და ამიტომ ვიყავი წასული. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მოგვყვება და ვფიქრობ, ძალიან მალე იქ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება“, - წერს სოზარ სუბარი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner