logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: თუ ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად, დასკვნის გაკეთება ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს არ უჭირს
- +

15 აგვისტო. 2020. 14:59

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა. ამის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა ბრალს სდებს „ქართულ ოცნებას“, თითქოს ჩვენ ვატარებთ ოკუპანტის ინტერესს და გამოგვყავს საქართველო ომის დაწყების ინიციატორად. ამ უკანასკნელს, ყოველდღიურად ააქტიურებენ მათი პროპაგანდის ტელე თუ ინტერნეტ მედიასაშუალებები. ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? - ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს.  ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!“ - წერს სოფო კილაძე

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner