logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი მისი ძველი და ახალი შემადგენლობით არიან საქართველოს მტრები!
- +

15 აგვისტო. 2020. 16:25

 

 

 

„დავით ბაქრაძე იყო ქვეყნის მეორე პირი, რამდენიმეჯერ საქართველოს პრეზიდენტის (პირველი პირის) მოვალეობის შემსრულებელიც, ის იყო თანამდებობაზე, რომელსაც კონსტიტუციით ევალებოდა (ვიმეორებ, ევალებოდა) საქართველოს მთავრობის კონტროლი და ის არის სრულიად პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა სჩადიოდა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის 14 აგვისტოს ინტერვიუს „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

„დავით ბაქრაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით:

 

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ დავით ბაქრაძე იყო ქვეყნის მეორე პირი, რამდენიმეჯერ საქართველოს პრეზიდენტის (პირველი პირის) მოვალეობის შემსრულებელიც, ის იყო თანამდებობაზე, რომელსაც კონსტიტუციით ევალებოდა (ვიმეორებ, ევალებოდა) საქართველოს მთავრობის კონტროლი და ის არის სრულიად პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა სჩადიოდა, ეს იყო ციხის თემები, ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, ტელევიზიების დარბევები, ბიზნესის რეკეტი თუ სხვა რამ.

 

მაგრამ მე თუ მკითხავთ, ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულზე ასჯერ დიდი დანაშაულია, რაზეც მან უკვე სიტყვიერად, დადასტურებულად, საქართველოს მიერ თურმე ომის დაწყება გვაუწყა, იმ ომის დაწყებაზე, რომელმაც შეიწირა უამრავი ახალგაზრდა, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი და სწორედ იმ ომის შემდეგ მოხდა რუსების მიერ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა თავის დროზე დოკუმენტს, სადაც სწორედ ის წერია, რაც გუშინ ბაქრაძემ სიტყვიერადაც დაადასტურა: საქართველომ დაიწყო ომი!!!

 

ამ ყველაფრის შემოქმედნი, დღეს ბედავენ და ხმას იღებენ ხვალინდელი დღის პერსპექტივაზე. არა, არ შეიძლება, უბრალოდ არ შეიძლება, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ არ იცოდეს ერთი მთავარი რამ:

 

„ნაციონალური მოძრაობა“, მთელი მისი ძველი და ახალი შემადგენლობით არიან საქართველოს მტრები, რომლებმაც ჩემი ქვეყანა დააქუცმაცეს და რუს ოკუპანტებს ჩაუგდეს ხელში!!!

 

წერტილი!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

right_banner
არქივი
right_banner