logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა-პატრიოტული რიტორიკა!!!
- +

15 აგვისტო. 2020. 17:36

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში  გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში,  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

 

„დავით ბაქრაძე და ნაც სექტის ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში??!! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხის და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ და რატომ??? რუსეთის ოკუპანტობის დასამტკიცებლად გაეროს უშიშროების საბჭო რამდენჯერ გამოიყენეს ნაცებმა, აბა იკითხეთ?! არც ერთხელ!!! ვინ განაცხადა გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის ომისა და კონფლიქტის დაწყება? გგონიათ, იმ დროინდელმა ხელისუფალმა სააკაშვილ - ბაქრაძემ? არა, რუსეთმა!!! ვინ მიყიდა ოკუპანტს ომის დასრულებიდან ძალიან მალევე სტრატეგიული დანიშნულების ენერგოობიექტები?! მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძის და სხვა ნაცკლასტერის ხელდასხმითა და ტაშის დაკვრით!!! ამიტომ ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა-პატრიოტული რიტორიკა!!! ვეღარ მოატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს!!!

 

2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიიღებს ნაციონალურ კრიმინალური ბანდა და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს!!!“ - წერს დავით მათიკაშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner