logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას, ეს ქვეყნის მოღალატეები
- +

15 აგვისტო. 2020. 18:15

 

 

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას ეხებოდა. 

 

„სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები“ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 14 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ინტერვიუს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.

 

„დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო. კომენტარიც არ ჭირდება ამას. მე უბრალოდ სხვა ნაცების და მათი მხარდამჭერების (თუ ასეთები კიდევ არსებობს) აზრი მაინტერესებს ამ თემაზე!.. P. S. ერთი ფაქტია, უკვე წლებია, სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები, ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე. მაგრამ, ბოლოს არაფერი იმალება!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

right_banner
არქივი
right_banner