logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ნაცმოძრაობის“ წლების მოღვაწეობა დავით ბაქრაძემ ორ წუთში ჩაატია
- +

15 აგვისტო. 2020. 20:55

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე  14 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა. 

 

ქადაგიძის თქმით, დავით ბაქრაძემ აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობით უტიფრობა გამოიჩინა.

 

„ნაც-მოძრაობის“ წლების მოღვაწეობა ორ წუთში ჩაატია გუშინ დავით ბაქრაძემ. იმაზე დიდი უტიფრობა რა უნდა იკადროს პოლიტიკოსმა, რომ საქართველოს ბრალეულობა პირდაპირ აღიაროს აგვისტოს ომში და ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტები კომპრომისით ახსნას.

 

დიახ, ასე მართავდნენ ისინი (ნაც-მოძრაობა) ქვეყანას... ადამიანის უფლებების უგულებელყოფას-რეფორმატორობით ხსნიდნენ.

 

ბიზნესის რეკეტს-ეკონომიკური კეთილდღეობით ამართლებდნენ.

 

ქვეყნის 20%_ის ოკუპაციას რუსეთის მიერ-საქართველოს გამარჯვებად გვასაღებდნენ. პოლიტიკური ძალა, რომელიც არათუ ვერ აარიდებს ქვეყანას სამხედრო აგრესიას,არამედ უტიფრად აღიარებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობას, მინიმუმ პოლიტიკური სივრციდან საერთოდ უნდა მოიკვეთოს. კარგად წაიკითხეთ მე-5 და მე-11 პუნქტები, რაზეც ნაც-მოძრაობას ხელი აქვს მოწერილი:

 

  1. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.

 

11.ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner