logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: საოცრებაა, მადლობა ბიძინა!
- +

15 აგვისტო. 2020. 21:50

 

 

დენდროლოგიური პარკით მოხიბლული ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სამადლობელ წერილს აქვეყნებს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს საჯარო მადლობას უხდის.

 

„დიახ!!!… დენდროლოგიური პარკი საოცრებაა!!! ფლამინგოები, თეთრი და ფერადი ფარშევანგები… მაგრამ მთავარი ეს არაა… მთავარია ის საოცარი, საუკუნოვანი ხეები… ხეები, რომლებიც გადარჩნენ… რამდენი ასეთი ხე მოიჭრა და განადგურდა, ალბათ…

 

აი, მაგალითად, ხე, რომელიც აუქციონზე გამოიტანეს და ამ პარკში უნდა დაბრძანებულიყო, გიორგი ვაშაძემ „აახია“ ივანიშვილს, სულ გულზე მჯიღის ბრახუნით, არ ვაყიდინეო..

 

ჰო და, სადაა ახლა ის ხე?… სად გადარგო აუქციონის ლომმა?… მოკლედ, მადლობა ბიძინა!… ჩემი შვილიშვილები ჩაეხუტნენ ბერმუხას და საქართველოს სიძლიერე და სიამაყე შეისუნთქეს! მრავალჟამიერ!!!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner