logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე „გორბის“ კვლევაზე: ხელისუფლების მხარდაჭერა რვაწლიანი ციკლის თავზე იზრდება, ხოლო ოპოზიციის ელექტორატი კვლევიდან კვლევამდე მცირდება
- +

14 სექტემბერი. 2020. 19:01

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

 

ქადაგიძის თქმით, არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი და ეს შედეგი დიდად არ შეიცვლება:

 

„საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა კომპანია „გორბიმ". საინტერესოა და თან ამავდროულად უპრეცედენტო იმდენად, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა რვაწლიანი ციკლის თავზე იზრდება, ხოლო ოპოზიციის ელექტორატი კვლევიდან კვლევამდე მცირდება... რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც არ უნდა ვეძებოთ ამ ფაქტში, რეალობა ერთია - არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი და ეს შედეგი დიდად არ შეიცვლება. რამ განაპირობა ეს რეალობა?

 

1) ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რაც გამოიხატება მთავრობისა და მოსახლეობის საერთო ინტერესებში.

 

2) ნაც-ოპოზიციის გამარგინალებამ, რაც გამოიხატება მოსახლეობასთან ინტერესთა კონფლიქტით.

 

რამ შეიძლება შეცვალოს ეს რეალობა ოპოზიციისთვის?

 

1) სწორმა პარტიულმა პროგრამებმა, რომელიც აგებული იქნება პოლიტიკურ-იდეოლოგიურ შინაარსზე, რაც მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი იქნება და არა პოპულისტურ-უტოპიური სლოგანები, სადაც: მევახშეები საკუთრების უფლებაზე საუბრობენ, რუსეთუმეები ნატოს დროშას აფრიალებენ, ათეისტები ღმერთს ქადაგებენ, მოძალადეები ჰუმანისტობენ, პრინციპულები სპეკულანტობენ და ა.შ

 

2) არჩევნების გადადებამ.

 

  1. S. ისე ნაც-ოპოზიცია რომ თვენახევარში არაფრის დამწერია, ყველამ იცის, ამიტომ ისევ არჩევნების გადადებას მიაწექით“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner