logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ამხელა“ ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ გამონახა ბელადის დედის გარდა?
- +

15 სექტემბერი. 2020. 13:44

 

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაცმოძრაობის“ მიერ გიული ალასანიას დასახელებას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თავად ავადმყოფობის ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა ნაცკლასტერის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება! არა, ხომ ფაქტია, რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა, მითხარით - ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში „ამხელა“ ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წარადგინა, გახსოვთ, ალბათ, დამარცხებული სანდრა რულოვს-სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებდა საყოველთაო არეულობით. ახლა, როგორც ჩანს, ბელადის ავადმყოფურ და ავანტურისტულ-მავნებლურ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა - გიული ალასანია გამოიყვანა...

 

ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტვრევთ კიდევ ერთხელ კისერს: არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან, გარდა კიდევ ერთი შერცხვენისა და დამარცხებისა... რატომ? მარტივად - ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ზუგდიდელები, უკვე ძალიან კარგად გიცნობენ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

right_banner
არქივი
right_banner