logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ჟანა-დარკობა ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალს სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა
- +

15 სექტემბერი. 2020. 15:02

 

 

„ჟანა-დარკობა ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალს სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

მისი თქმით, უცნაურად გამოიყურება „ნაცმოძრაობის“ მიერ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ასგზის დისკრედიტირებული სააკაშვილის დედის გიული ალასანიას წარდგენა და მითუმეტეს მისი თანხმობა.

 

„სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, მით უმეტეს პარტიების რეიტინგები, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩატარებული, ამა თუ იმ დოზით ასახავს საზოგადოების განწყობებსა და პრეფერენციებს და პარტიებისათვის განსჯის მასალა უნდა გახდეს. „ნაცმოძრაობა“ ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. რბილად რომ ითქვას, უცნაურად გამოიყურება „ნაცმოძრაობის“ მიერ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ასგზის დისკრედიტირებული სააკაშვილის დედის გიული ალასანიას წარდგენა და მითუმეტეს მისი თანხმობა. გასაგებია, რას არ გააკეთებ შვილის ხათრით, მაგრამ ამით რომ ისევ მისი პარტია ზარალობს და ამ ხანდაზმულ ქალბატონსაც რომ რეპუტაცია ელახება, ამაზეც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ, მაგრამ მოფიქრალი ხალხი ეტყობა აღარ დარჩათ. ჟანა-დარკობა ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალს სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner