logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სიკვდილამდე ებრძოდა ჯალათების რეჟმს
- +

30 ივნისი. 2016. 15:26



ჟურნალისტი გიორგი უძილაური „facebook"-გვერდის მეშვეობით თბილისის საკრებულოს მიმართავს:



თბილისის საკრებულოს მინდა მივმართო _ რამდენი ხელმოწერაა საჭირო, რომ სულხან მოლაშვილის სახელი მიანიჭონ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას?

ირინა ენუქიძის ქუჩა უკვე არსებობს.

ეს ორი ადამიანი (და ბევრი სხვაც) სიკვდილამდე ებრძოდა ჯალათების რეჟმს. არ შეუშინდა, არ დანებდა და ყველას აჩვენა, რომ შესაძლებელია ღირსების და იდეალებისთვის ბრძოლა.

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი ქვეყნის შექმნა. მათი ბრძოლის შედეგია ჯალათების რეჟიმის მოშორება და ეს უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა. სხვისი პატივისცემის გარეშე არც საკუთარ თავს სცემ პატივს. გმირების დაფასების გარეშე ვერ გექნება პრეტენზია გმირობის პატივისცემაზე", - წერს გიორგი უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×