logo_geo
eng_logo
„ეს არის ღირსეული მამულიშვილის უკანასკნელი დაბრუნება სამშობლოში!“
- +

3 ივლისი. 2016. 13:46


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით facebook_ზე წერს:


ჩამოვიდა... დაბრუნდა... დავხვდით...

 

უხმოდ გაგვეცალა... უხმოდ გავაცილეთ...

 

ეს ღამე შინ გაუთენდა, დღესაც მთელი დღე შინ იქნება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, ნათესავებთან და ახლობლებთან, - იმათთან, ვისთან ერთად ყოფნითაც ხარობდა და კიდევ დიდხანს უნდა ეხარა, და იმათთანაც, ვინც არასოდეს უნახავს და ვისაც ვერასოდეს შეხვდებოდა...

 

დღეს სახლში დაუღამდება, იმ სახლში, სადაც დიდმა მწუხარებამ დაისადგურა... ხვალ კი უფლის სახლში დაგველოდება - ჩვენ, ვინც ახლა უკვე უმისოდ გავაგრძელებთ ცხოვრებას და ბრძოლას!..

 

ზეგ სამუდამოდ დაგვტოვებს - უხმოდ და უსაყვედუროდ...

 

იბრძოლა, არ დაუთმია და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც...

 

ეს არის სულხან მოლაშვილის - კარგი შვილის, კარგი მეუღლისა და კარგი მამის, კარგი ძმის და კარგი მეგობრის - ღირსეული ვაჟკაცის და მამულიშვილის უკანასკნელი დაბრუნება სამშობლოში, უკანასკნელი და სამუდამო დაბრუნება!

 

და, ამავდროულად, წასვლა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!

 

მშვიდობით, ძმაო!"


 

right_banner
არქივი
right_banner